ღამდება. ღამეს მოაქვს ფიქრი სიბნელეზე, სიბნელეს-შიშზე, შიშს-სიკვდილზე, სიკვდილს კი-მარტოობაზე. მარტოობა… არაფრის ისე არ ეშინია ადამიანს, როგორც მარტო ყოფნის. მახსოვს ბავშვობაში როგორ ვიჯექით საწერ მაგიდასთან მე, აურელიანო და მიშელი. რაღაცას ვღიღინებდით ხუჭუჭა ბოქვენზე, წითელ კომბოსტოზე, ქალის გახეულ კოლგოტზე. მერე ორივე გაქრა ისე, რომ არც უარსებიათ, გონებაში კი დამიტოვეს იდეა, რომ სამყარო ილუზორულია. ყველაფერი რასაც ხედავ შენი წარმოსახვის ნაყოფია, ყველაფერი რასაც ხედავ ტყუილია!

ღმერთო, როგორ მიყვარდა. რამდენ სიგიჟეს ვაკეთებდი. სანთლებს ვანთებდი ცივი კოკა-კოლის გვერდით და ვლოცულობდი დილიდან საღამომდე. მე ცოტათი შენც მიყვარდი, ღმერთო. სიდჰარტასგან გამიგია, რომ არაფერს ეყრდნობა ადამიანი, მაგრამ შენ ხარ ჩემი საძირკველი ახლა. მე მასზე მეტად შეგიყვარებ!

“მთვარე მით უფრო ლამაზია, რაც უფრო სევდიანად უყურებ მის კრატერებსო” – ნათქვამია. ეეჰ, ულამაზესია ეს დალოცვილი. თუთაბერ, კიდევ იცი რა იყო ძალიან ლამაზი? მისი თაფლისფერი თვალები. რაღაცით შენ გგავდა კიდეც. როგორ? რას ამბობ, შე კაცო. მერე რა, რომ დაბალი იყო. ხომ იცი, როგორ მიყვარს დაბალი გოგოები?!რაღაცით ასო “ჟ”საც  მაგონებდა. მის მსგავსად აცოცხლებდა ნებისმიერ ჩამკვდარ სიტყვას. მაიცა, ყმაწვილო, შენ მართლა გგონია, რომ დავივიწყე? საკმარისია ერთხელ შევხედო მის პატარა ხალს კისერზე, ხუჭუჭა თმას, გარეუბნული ხრუშოვკის პარკინგივით ყალბ ღიმილს და თავიდან შემიყვარდება.

ხოდა, ახლა დგას, როგორც ტალღის ფუნქცია. ტიპთან, როგორიც არის ჰემილტონიანი. მე კი გვერდზე ვდგავარ, როგორც დრო. ჰა-ჰა, ხანდახან ენერგიად თუ შევეშველები ხოლმე.

¡Abre la puerta!

Johannes_Moreelse_-_Heraclitus_-_Google_Art_Project.jpg ¡Abre la puerta tengo que limpiar el cuarto!
¡Es que no hay mucho tiempo tengo que limpiar el cuarto¡
!Disculpe!

ორიდან სამამდე ღამის სიცივეში კვნესის ფლეიტა და მე გიბოძე ღვთის თვალები ჩემო ტიმეოს…
ორიდან სამამდე ორ სამყაროს შორის გადებული ხიდი შევამჩნიე და ექსტაზში დავიწვი.მე ვგრძნობ, როგორ ეფინება ენერგიის ნაკადი სულიერ წრებრუნვას. ორიდან ოთხამდე, ოთხიდან რვამდე და რვიდან თექვსმეტამდე.
ვგრძნობ, როგორ იჭმუჭმნება თერთმეტგანზომილებიანი ჰოლოგრამა  სამიდან ცხრამდე, ცხრიდან ოცდაშვიდამდე და ოცდაშვიდიდან ოთხმოცდაერთამდე.
მე შეგქმნი ტიმეოს და გიბოძებ გასაოცარ სმენას, რადგან ღმერთის ისმინო. მუხლი მოიდრიკე განეშას წინაშე, რამეთუ დაძლიო აჰამკარუ. სიყვარული არ არსებობს ტიმეოს, მხოლოდ ეგო ბობოქრობს. ყური დაუგდე! შენ აღიგზნები ერთიდან ორამდე, ორიდან სამამდე, სამიდან ოთხამდე და შეიგრძნობ დეკადას. მე შენ გიბოძებ ლამაზ დოდეკაედრს, ლოლიპოპსთან ერთად. უცქირე, წუწნე და ილოცე. ილოცე სიყვარულისთვის, რომელიც მოკვდა.

 

თანთალებს, თამაშობს, თავს ირთობს

 

photo-1516934024742-b461fba47600მე ერთდროს მეოცნებე ვიყავი… ვოცნებობდი ყველაფერ მწვანეზე და ჟღალზე, აი ისეთ ჟღალზე, როგორიც შენი თმებია.

მე ერთდროს ცხოვრების მწამდა. მწამდა ანაფორიანი მღვდლის და ცოტათი შენიც… შენიც მწამდა.

მიდი და შემოატრიალე შენი თავი ჩემსკენ. გაანადგურე უმანკოება, მაჩვენე გრძნობები.

მე ერთდროს მეოცნებე ვიყავი და ძალიან ბედნიერიც, რომ შენზე არაფერი გამეგო.

დღეს კიდევ ცნობიერებისგან დაცლილი დავეხეტები ქუჩიდან ქუჩამდე. ალკოჰოლით გონებაგაბრუებული და შენზე ფიქრებში დაკარგული.

ხოდა შეწყვიტე ეს დედამოტყნული ხმაური, მე სიმშვიდის მოპოვებას ვცდილობ. მკვდარი ბავშვის სული დაფრინავს გონებაში. აქ მე ვიქნები მეფე, შენ კიდევ პირველი ბარიკადი ჩემს წინააღმდეგ. მოკვდი! რა ხდება? მოკვდი! რატომ?! მოკვდი! მოკვდი!

და შენ მაინც არ გახსოვარ!!!!

რატომ? რატომ არ დაიმახასოვრე ჩემი სახელი?! ანგელოზების გალობა აღწევს ქრისტემდე. ციდან წამოსული მეტეორების წვიმა ჟლეტს მელიების გამგელებულ ბრბოს და არემარეს წითლად ღებავს… ჟღალად… ისეთივე ჟღალად, როგორც შენი თმებია.

მაჭამე ღვთიური ლიმონი, რომ დავიჭყანო.

ხელოვნური ვარდების ბაღში, პლასტენინის მზისგან წამოსული სითბოსგან გაოფლილი ვზივარ და პამელა ანდერსონზე ვათავებ. არა, ამ სამყაროზე ზედმეტად ბევრი ვიცი…

პამელა ჩემთან მოდის. პამელა პენისზე ხელს მახებს. პამელა თითის ერთი მოძრაობით მაცოცხლებს. პამელა კატასავით კნავის. პამელას უყვარს ჩინური ფეიერვერკი და უხარისხო პრეზერვატივი.

აი ეს წამიც და… ყველაფერი კარქადაა… ყველაფერი მწვენიერია…

ჯემალ ბაღაშვილი, იუმორინას ტაში და პამელა ანდერსონის ძუძუები…

ყველაფერი კარქადაა… ყველაფერი მწვენიერია…

 

 

Hoppípolla

“მაგრამ ამ ქროლვას დღემდე ვიგონებ,
ქვის მოთმინებით ვიცდი და ვიცი,
რომ თუკი ისევ ჩამოიქროლებს,
მეც ერთი ტალღა გავხდები მისი.”
კუბოკრულ ქურთუკში გახვეული სპეცნაზელი, ხელის ჩუმი მოძრაობით აგდებს ოთახში კარამელის კანფეტებს. ის მესაფლავეა, ჯამბაზის ქუდითა და უაზრო ღიმილით სახეზე.  შოკოლადისგან დამზადებულ მელას თავი მოვაჭამე, ტაქსიც გავაჩერე. დანიშნულების ადგილი? მე მინდა ცისარტყელაში გავძვრე! გასწიე მძღოლო! გახარებული თოვლის ბაბუ ისევ მიაბიჯებს ცის საფეხურებზე. ცირკის წინმდგარი მეძავი, სიამოვნებისგან გონდაკარგული, ბოლო ხმაზე კვნესის. ის ის იყო ბაბუაჩემმა ხლაპუშკას უკანასკნელი ასანთის ღერი წაუკიდა და ჰაერში მოისროლა, რომ მზემ ისევ გამოანათა. ჯარისკაცმა ჯიბიდან წყლის თოფი ამოიღო, ნერწყვით ტრუპკის ქაღალდი დაასველა… ყვავილებით სავსე მინდორზე სასიყვარულოდ გაემართა შეიარაღებული. კარზე კაკუნია, გახარებული ფოსტალიონი გაბადრული სახით მეუბნება: “დატოვე ეგ ოთახი, გარეთ გამოსვლა საშიში აღარ არის. იქ, სადღაც გელოდებიან.”

untitled

maxresdefaultვარ ცნობისმოყვარე, 27 წლის მიზანთროპი. რომ ვამბობ ცნობისმოყვარეთქო, ზუსტად იმას ვგულისხმობ, რასაც ვამბობ. მომბეზრდა მარადიული ცეკვა ღმერთთან… კოსმიური სცენა, ბალეტი, ტახტრევანი, რომლის მიღმაც კამათლებიანი უცნობი იმალება. ის მიმითითებს როგორ ვიმოქმედო, როგორ შევხედო წარსულს, აწმყოსა და მომავალს. სპექტაკლი მთავრდება, ფარდა ქვემოთ იშვებს, სცენას კი სიცარიელი ჭამს. შემდეგ შეცბუმება, უაზრო სუბსტანციებზე ფიქრი…
არასდროს მინახავს დამდგმელი, არც მის შესახებ უამბია ვინმეს, ნუთუ ისიც გონების ილუზიაა ისევე, როგორც იდეა, რომ ყველაფერი კარგად იქნება? რა შორსაა ჩემგან კოსმოსი, ვარსკვლავთა ნატიფი ელეგია.თანაც ნაპრალი ჩვენს შორის იმდენად დიდია…
ვდგავარ სამყაროს დასალიერთან გონიერებისგან განძარცვული და ვაკვირდები მზის ჩასვენებას. სპექტაკლზე ფიქრი ისევ არ მასვენებს. ვინ ქმნის უმწუხრო და უსიხარულო კომედიის ამ უაზრო სტრიქონებს?
ვგრძნობ, რომ ეს აზრებიც მტოვებენ, უჩინარდებიან დემონებისგან შექმნილ პირქუშ სამყაროში. მხოლოდ თვალთმაქცობაა სარკოლემა სულისა, ის არის ერთადერთი ლამპარი სიავის შუქჩრდილებში.
მივმართავ სულს,მოემზადოს პათეტიკური საბოტაჟისთვის! დაე ნამდვილმა გრძნობებმა მოიცვას მისი არსი, დაე ბოლოჯერ გაიბრძოლოს სურნელოვანი სიმყრალის წინააღმდეგ, დაე ეს იყოს ღვთიური მანიფესტი და დასაწყისი დასასრულისა.
მაგრამ იმედგაცრუება ისეთივე მძლავრია, გრძნობებით სავსე სამყაროში, როგორც უკანასკნელი ფეიერვერკი ახალი წლის ღამეს და ვგრძნობ… ვგრძნობ როგორ ერწყმის ფიქრი სივრცეს, როგორ აიძულებს თავისი კვალი დატოვოს თერთმეტგანზომილებიან ჰოლოგრამაში. სიმები კი იჭიმებიან, ქრებიან, კვდებიან, იბადებიან… ქრებიან! აზრები უშრეტად მოედინება ჩემი სულის ყველაზე ბნელი კუნჭულებიდან. ჩემს შესახებ ისტორიის წიგნებში წაიკითხავთ, შეიტყობთ უემოციო მსახიობზე, რომელმაც საკუთარი თავი კაცობრიობას მიუძღვნა…

უეცრად ფარდა იწევა, კულისების მტვერი გულისამრევად მიედინება ფილტვებისკენ. პუბლიკა ადგილზეა. მე კი ვაგრძელებ თამაშს, ვაგრძელებ მარადიულ ცეკვას კოსმოსში, ნაზად, უხალისოდ, უფლის წინაშე.

https://www.youtube.com/watch?v=64x_RCArfjU

ყალბი პლასტიკური ხეები

d74ae669765425.5b8d364a7a40cგარეუბნული გეომეტრია, აკაპიწებული შარვლის ტოტები, შალისგან მოქსოვილი პლანეტები და ეჟვანი… ახალ წელს გილოცავთ!

-რედიოჰედი მოგწონთ პატარა ქალბატონო?
-დიახ სერ!
-ძალიან კარგია. თქვენ რას იტყვით უცნაურად საყვარელო ლედი?
-yaaaaay.

მე აქ არ ვარ, ეს არ ხდება!

მოდი ჩემო არსებობის მბრძანებელო და ატმანს მაზიარე, იქნები ჩემი მანტრა? ჩემი ამრიტა? ხომ იცი, რომ ყველაფერს შევძლებ შენი ღიმილისთვის? იცი, ერთხელ მკითხე თუ ვინ ვიყავი. იცი ვინ არის მე?

ის აქ არის, ჩემს გვერდით.
მე ჯიგარია.
მე ხანდახან წაუყლევებს ხოლმე.
მეს უყვარს ფიზიკა, მაგრამ физика-ს ასწავლიან.
მე სუსტია.
მე მახინჯია.
მე თაროზე შემოდებული წიგნია, რომელიც ათასჯერ წაიკითხეს.
მე გამოყენებული ბატარეაა.
მე სევდიანია.

მე ლამაზია.
მე საყვარელია.
მე არის ყველაზე მხიარული ადამიანი დედამიწის ზურგზე.
მე მშვიდია.
მეს უყვარს ღამით ზღვის ნაპირზე სეირნობა.
მე ქალაქისგან მოშორებით ცხოვრობს.
მე ლიანებიდან ლიანებზე დახტის.
მე მორცხვია.
მემ ვერა და ვერ გაიგო, რა იპოვა შენში…
მე მოხუცებს თავის დაკვრით ესალმება.
მეს უყვარს როცა განსხვავებულია.

მე აბობოქრდა.
მეს ენატრები, როგორც არასდროს.
მე ისევ უბედურია, მაგრამ ლაღი.
მე ოკეანეში ცურავს.
მე ცაში აფრინდა.
მე სამყაროს კიდესთანაა.
მემ დატოვა თერთმეტგანზომილებიანი ჰოლოგრამა.
მემ უკან ზიზღით შემოიხედა.
მემ გადააფურთხა.
მე ნაბიჭვარია.

მე ყველაფერს შეძლებს შენს გამო.
მე გიჟდება შენს წითელ თმებზე.
მეს აგიჟებს შენი თვალები.
მე ძილისწინ შენს ფლეილისთს უსმენს.
მე ფიქრობს, რომ ყველაზე საყვარელი ადამიანი ხარ ჩვენს გალაქტიკაში.
მე ამბიციურია.
მე მზადაა ხელში მაგნიტის ასაღებად.
მე მზადაა ღმერთთან დასაპირისპირებლად.
მე მზადაა შენთვის ახალი სამყაროს შესაქმნელად.

გარეუბნული გეომეტრტია, აკაპიწებული შარვლის ტოტები, შალისგან მოქსოვილი პლანეტები და ეჟვანი! დღეს ახალი წელი სულაც არაა… მემ მოიტყუა!